ვინ ვართ
1. წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არეგულირებს ურთიერთობას საგანმანათლებლო პროგრამა www.smmflow.pro-სა (შემდგომში „პორტალი“/ „მიმწოდებელი“) და მის მომხმარებელს (შემდგომში “მომხმარებელი”) შორის (კოლექტიურად „მხარეები“).
1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, ნების თავისუფლების საფუძველზე, უარი განაცხადოს წარმოდგენილ წესებსა და პირობებზე, რაც ნიშნავს პორტალის მომსახურებით სარგებლობაზე უარის თქმას.
1.2.1 მომხმარებელის ინფორმაცია დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მომხმარებელმა წერილობით უნდა დააფიქსიროს მეილზე contact@smmflow.pro რომ სურს თავისი ანგარიშის გაუქმება, რის შემდეგაც 24 საათის მანძილზე სრულად გაუქმდება მომხმარებლის ანგრიში პორტალზე და პერმანენტულად წაიშლება მომხმარებელთან დაკავშირებული ყველანაირი ინფორმაცია.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულების წესებისა და პირობების დაცვით, მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას, ხოლო მიმწოდებელი მას გადასცემს შეთანხმებულ პროდუქციას შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ.
2. რეგისტრაცია
2.1. მომხმარებელი პორტალზე რეგისტრაციითა და შესაბამისი ველების შევსებით გამოთქვამს თანხმობას, რომ მისი პერსონალური ინფორმაცია მიიღოს და კანონის შესაბამისად დაამუშავოს მიმწოდებელმა.
2.2. მომხმარებელი ადასტურებს, რომ არის საქართველოს კანმდებლობის შესაბამისად სრულწლოვანი.
2.3. მომხმარებელი თანხმობას აცხადებს, პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომხმარებლის ანგარიშში დააფიქსიროს პირადი ინფორმაცია.
2.3.1. წინამდებარე მონაცემების შევსებით და წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გამოთქმით, მომხმარებელი გამოთქვამს თანხმობას, მიმწოდებელმა მის მიერ მითითებული საკონტაქტო საშუალებები გამოიყენოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და გაუგზავნოს სარეკლამო ხასიათის შეტყობინებები; 2.3.2. მომხმარებელი ვალდებულია ანგარიშში მიუთითოს სწორი პირადი ინფორმაცია. არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს;
2.4. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვან კონფიდენციალურობის პრინციპი და არ გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია, რომელიც გამჟღავნდა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.
2.4.1 მომხმარებელი მიმწოდებელს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართ, ტელეფონის ნომერს.
2.5. მომხმარებლის მიერ განხორციელებული ნებისმიერი შეკვეთა და მასთან დაკავშირებული ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად.
2.6 „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე; მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება; უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება; ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა. თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება გამოგზავნოთ მისამართზე contact@smmflow.pro ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე +995 505 054 419 ან თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა გზით დააფიქსიროთ განცხადება.
3. შეკვეთის განხორციელება
3.1. მომხმარებელი ვებგვერდზე ნახულობს პროგრამას და გამოხატავს მისი შესყიდვის ნებას. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს შემდეგი ფორმით:
3.1.1. გააფორმოს შეკვეთა უშუალოდ ვებსაიტიდან.
3.1.2. სოციალური ქსელის მეშვეობით
3.1.2.1. სოციალური ქსელის საშუალებით შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში მიმოწერა ინახება პორტალის მიერ. 3.1.3. სატელეფონო ზარის განხორციელების გზით 3.1.3.1. სატელეფონო გზით შესყიდვის ნების გამოხატვისას ზარი იწერება.
3.1.4. იმეილის საშუალებით
3.1.4.1 იმეილის საშუალებით შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში მიმოწერა ინახება პორტალის მიერ.
3.2. მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქცია დაუბრუნოს მიმწოდებელს და მოითხოვოს მიმწოდებლისგან პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება პროდუქციის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქტი არ აკმაყოფილებს პორტალზე განთავსებულ პროდუქტის აღწერას.
3.3 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, თუ არ მოხდება პროდუქციის დროული მიწოდება.
4. მიწოდება
4.1. მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებისა და ღირებულების გადახდის შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია, გადასცეს მომხმარებელს შეთანხმებული პროდუქცია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს პროდუქციის აღწერას;
4.2. მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდება ხდება პორტალზე
4.3. პროდუქციის მიწოდება ხდება შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში.
5. გადახდა
5.1. პროდუქციის შესყიდვაზე ნების გამოხატვის შემდეგ მომხმარებელი იხდის პროდუქციის საფასურს, რომელიც მითითებული არის ვებგვერდზე.
5.2. ანგარიშსწორება ხორციელდება, მომხმარებლის მიერ პროდუქციის შეკვეთისას მის მიერ შერჩეული ერთ-ერთი მეთოდით:
5.2.1. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით,განვადებით, რომელიც ხორციელდება ვებგვერდის მეშვეობით;
5.2.1.1. უნაღდო ანგარიშსწორების ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.
5.2.2. ონლაინ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ერთიანი გადახდით, რომელიც ხორციელდება საბანკო გადარიცხვით;
5.2.1.1. საბანკო გადარიცხვის ვალდებულება შესრულებულად ითვლება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე თანხის აღრიცხვის მომენტიდან.
5.3. იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი აფორმებს შეკვეთას მომხმარებლის ანგარიშის მეშვეობით, იგი გადახდის მეთოდს აფიქსირებს ვებგვერდზე.
6. მომხმარებლის პრეტენზიები
6.1. იმ შემთხვევაში, თუკი მიწოდებული პროდუქცია განსხვავდება პორტალზე მოცემული პროდუქტის აღწერისგან, მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს გადახდილი თანხა
3.2 პუქნტის შესაბამისად.
6.2. მომხმარებელი ვალდებულია პროდუქციის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში შეამოწმოს არის თუ არა მის მიერ მიღებული პროდუქცია ის, რაც მან შეუკვეთა/რისი შეკვეთაც მას სურდა, სხვა შემთხვევაში, იგი არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულების
6.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6.3. მომხმარებლისათვის პროდუქციის გადაცემისთანავე მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადასტურდება გადაცემული ნივთის უნაკლოობა. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შედის, თუკი მისი გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში მომხმარებელი წერილობით არ შეატყობინებს საგანმანათლებლო პორტალს პროდუქციის ნაკლის შესახებ.
6.4 მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებლის პრეტენზიების შეტყობინების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში განიხილოს პრეტენზია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება
6.1. პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით.
6.5. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი დააბრუნოს ან გადაცვალოს მიღებული პროდუქცია ან მოითხოვოს მის მიერ გადახდილი საფასურის დაბრუნება, გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საავტორო უფლებები
7.1. ვებგვერდზე განთავსებულ ნებისმიერ მასალაზე, მათ შორის ვიზუალურ თუ აუდიო მასალაზე, ფოტოზე, ვიდეოზე და ა.შ. საავტორო უფლებები ეკუთვნის მიმწოდებელს. მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს, გაავრცელოს, ან ისარგებლოს მითითებული მასალით მიმწოდებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ან სხვა რაიმე ფორმით დაარღვიოს მიმწოდებლის საავტორო უფლებები.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება
8.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ამ ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
8.2. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან, თუ მათი მხრიდან ვალდებულების დარღვევა გამოწვეული არის დაუძლეველი ძალის მოქმედებით (ფორს-მაჟორი) ან ისეთი გარემოებით, რომლის გათვალისწინება და აღკვეთა მხარეების ძალებს აღემატებოდა;
8.2.1. ხელშეკრულების მიზნებისთვის პასუხისმგებლობისგან გამათავისუფლებელ გარემოებებად ჩაითვლება, სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, სამხედრო მოქმედებები, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია;
8.2.2. ხელშეკრულებების პირობების დარღვევა ფროსმაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას; 9. ხელშეკრულების ძალაში შესვლა და შეწყვეტა 9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ სათანადო წესით, ელექტრონული გზით, მასზე თანხმობის გამოხატვის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე; 9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:
9.2.1. მხარეთა მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნებისმიერ დროს;
9.2.2. მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში, თუკი მეორე მხარის მიერ დანიშნული დამატებითი გონივრული ვადის ამოწურვის შემდეგაც არ ასრულებს ვალდებულებას ჯეროვნად;
9.2.3. ამ ხელშეკრულებით და/ან კანონმდებლობით გათვალიწინებულ შემთხვევებში.
10. დავების გადაწყვეტის წესი
10.1. ნებისმიერი დავა, რაც წარმოიშვება ამ ხელშეკრულებიდან ან ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, მათ შორის ნებისმიერი კითხვა მისი არსებობის, კანონიერების, განმარტების, აღსრულების, დარღვევის ან შეწყვეტის შესახებ უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით;
10.2. თუ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს ან თუ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო, მხარეთა შორის ნებისმიერი დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით გადაეცემა სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
11. ზოგადი დებულებები
11.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა ზეგავლენას არ ახდენს ამ ხელშეკრულების დანარჩენი მუხლების ნამდვილობაზე, თუ ხელშეკრულება დაიდებოდა ბათილი პირობის გარეშეც.
11.2. ნებისმიერი საკითხი, რომელიც განსაზღვრული არ არის ამ ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;