პროგრამის არსი:
მეწარმეები, მენეჯერები, ბიზნესადმინისტრატორები გარიგებებს დებენ არა მხოლოდ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ პირებთან, არამედ სხვა კონტინენტზე მდებარე კომპანიებთანაც კი. ამასთანავე ბიზნესის სწორი მენეჯმენტი სწორ სამართლებრივ გადაწყვეტილებებს მოითხოვს, რაც დაკავშირებულია სამართლებრივი ნორმების ცოდნასთან, რეალიზაციასთან, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომუნიკაციასთან, ბიზნესის რეგისტრაციასთან და გადასახადების სწორად აღრიცხვასთან და ა.შ. ჩვენი სასწავლო კურსის მიზანია სწორედ იმ ცოდნისა და უნარების მიცემა მსმენელებისათვის, რომლებიც ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მათ. კერძოდ: სწორად გააფორმონ გარიგებები, სწორად გათვალონ ბიზნესსტრატეგიები, სწორად დარიცხონ გადასახადები და ა.შ.